Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: აუცილებელია, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისში დასრულდა საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა.

„ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში, კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც ყოველთვის ვუხსენებ ჩვენ პარტნიორებს, რომ აუცილებელია, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ზაფხულს შექმნილი საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ვითარებაში, ამიტომ, ერთი მხრივ, აუცილებელია დეესკალაცია და, მეორე მხრივ, გამოსავლის ძებნა.

„ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს, მაგრამ ასევე, სხვა ფორმატებშიც, სადაც შეიძლება იყოს განხილული სხვა კონფლიქტები. ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, არის ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდა, როგორც დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ზომა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს ეწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG