Accessibility links

სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტიც დააზარალა


ძლიერმა ქარმა და წვიმამ, რომელსაც თან სეტყვაც ახლდა, გორის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზარალა. შინდისში, ფხვენისში, ქვემო ხვითში, ქვეშში, კოშკაში, ვარიანში, ჯარიაშენში, ტყვიავში, ნიქოზში, ხელთუბანში, ფლავსა და ფლავისმანში სტიქიამ ზიანი მიაყენა ადგილობრივი მოსახლეობის ხეხილის ბაღებს და ბოსტნებს.

შინდისში ძლიერი ქარით მოგლეჯილი ხე სოფლის ტაძარს დაეცა. ამჟამად ზარალს ითვლიან.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყურძნის მოსავალი ნაწილობრივ დაბინავებულია, ოქტომბერში კი ვაშლის კრეფის სეზონი იწყება.

წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG