Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „ბოლტი“: 1-2 ოქტომბერს ტაქსების ფასმა მხოლოდ 5 %-ით მოიმატა


ტაქსების რეგულაციის მეორე ფაზის ამოქმედების გამო კომპანია "ბოლტის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტაქსით მგზავრობის საფასურის გაზრდას ძირითადად ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1-2 ოქტომბერს ტაქსით მგზავრობის საშუალო ფასმა მხოლოდ 5 %-ით მოიმატა, 3-4 ოქტომბრისთვის კი მგზავრობის ღირებულება ისევ წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა. "ბოლტის" თანახმად, ეს განაპირობა აპლიკაციაში ჩართულ მძღოლთა რაოდენობის გაზრდამ.

ამავე განცხადებით, მოიმატა ქალაქში ავტომობილით გადაადგილების სისწრაფემ და საგრძნობლად შემცირდა პარტნიორი მძღოლების უმგზავროდ გადაადგილება.

კომპანია აღნიშნავს, რომ რეგულაციის მეორე ფაზაში გადასვლას მნიშვნელოვანი ცვლილებები (B კატეგორიის ტაქსების) ბაზარზე არ გამოუწვევია.

პირველი ოქტომბრიდან, ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.

A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები ძირითადად გამოძახებით მუშაობენ.

თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, 200 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG