Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის გაძევების ფაქტს გამოიძიებს


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის 29 მაისს დაბრუნდა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის 29 მაისს დაბრუნდა

უკრაინის სამხედრო პროკურატურამ დაიწყო ქვეყნიდან ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაძევების ფაქტის გამოძიება.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მოჰყავს უკრაინის სამხედრო პროკურატურის განმარტება, რომ გამოძიების საფუძველია მიხეილ სააკაშვილისგან მიღებული განცხადება გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და უკრაინიდან პოლონეთში უკანონოდ გადაყვანის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულებით. სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთის ტერიტორიაზე 2018 წლის თებერვალში გააძევეს.

2019 წლის 28 მაისს, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა. ზელენსკის ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG