Accessibility links

ვანო ზარდიაშვილი: ჩემი გადადგომა მაგ ქალბატონს არ უკავშირდება


პარტიის და პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტლების შესახებ , მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ დგება ხანდახან მომენტი, როდესაც უნდა ვთქვა თანამდებობაზე უარი,იმიტომ, რომ შენი ოჯახის წევრები შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებას და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან“, - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვება ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ ინციდენტთან არ გააიგივა, თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება მისი მისამართით აგორებულ შავ პიარს. მისი სიტყვებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამი წელი იმუშავა, მაგრამ არავის გახსენებია მასთან მიმართებით შავი პიარი, ეს ყველაფერი დაიწყტო მას შემდეგ რაც ის დეპუტატი გახდა.

„არც ერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება ამ ქალბატონს [ეკა ბესელიას], პირიქით, ამ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი“,- ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება სადეპუტატო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით აცნობა, როგორც პარტიის სხვა ხელმძღვანლეობას, ასევე პარტიის თავმდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

„პარტიაშიც და პარლამენტშიც ჰქონდათ პოზიცია, რომ თავი შემეკავებინა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი“,- აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

„ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვებს.ზარდიაშვილი წერს, რომ აღმოჩნდა ტალახის სროლის და შავი პიარის სამიზნე. სადეპუტატო მანდატის დატოვებას ის ოჯახის და პოლიტიკური გუნდის ინტერესებზე ზრუნვით ხსნის.

დღევანდლამდე, საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 26 სექტემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვაზო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG