Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 კაცი დაიღუპა ავღანეთში სამხედროების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად


აფეთქების ადგილი ჯალალაბადში
აფეთქების ადგილი ჯალალაბადში

სულ მცირე, 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა 7 ოქტომბერს გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციის მთავარ ქალაქ ჯალალაბადში.

აფეთქების სამიზნე იყო ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის არმიის ახალწვეულები გადაჰყავდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა 27 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ უკისრია. ნანგარჰარის პროვინციაში აქტიურად მოქმედებენ როგორც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, ისე თალიბანი.

ავღანეთში გაეროს მისიის თანახმად, თავდასხმების შედეგად, მიმდინარე წლის 30 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 1366 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 2446 დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG