Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ვიდეო კომენტარები

გერმანიის პრეზიდენტი: საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს


„ამჯერად მე, ჯერ ერთი, სხვა როლში ჩამოვედი... მეორე, რაც შეეხება ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულას“... ხვალ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ საზღვარზე საკუთარი შთაბეჭდილება შევიქმნათ, დაველაპარაკებით ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას (EUMM)... სიტუაცია უდავოდ მძიმეა და ის ბოლო წელს კიდევ უფრო დამძიმდა სასაზღვრო სამეთვალყურეო პუნქტების აღების მერე. ჩვენ არ მოვსულვართ ყოვლისმცოდნე შეთავაზებით, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია დღეს და ხვალ. ეს ხანგრძლივი პროცესია. ხანგრძლივი, მოთმინებით აღსავსე და ინტენსიური მოლაპარაკებები ვერ ჩანაცვლდება ორ პრეზიდენტს შორის საუბრით“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 7 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG