Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი ოკუპაციის შედეგებს ოძისიდან გაეცნობა


გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს, 8 ოქტომბერს ჩავა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შტაინმაიერს ადგილზე გააცნობენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. ოძისიდან კარგად ჩანს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა. გერმანიის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს, საღამოს ეწვია. 7 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG