Accessibility links

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა 20 ივნისის, ე.წ გავრილოვის ღამის საქმეზე ბრალდებული პირების მხარდამჭერი აქცია. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა „გავრილოვის პატიმრები“ და „გამარჯვებული საქართველო“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზე დაიწყო 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულთგან 6 პირის საქმის არსებითი განხილვა.

"ამ სასამართლო პროცესზე არსებითად არაფერი შეიცვლება სასამართლო განხილვის ეტაპიდან გამომდინარე. შესაბამისად, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ერთადერთი ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, თუ ეყოფა სასამართლოს და გადაწყვეტილების მიმღებთ ჭკუა და გონება, რომ ლევან ჯიქური, რომელიც მიჯაჭვულია სამედიცინო სავარძელს, შესაძლოა, გაათავისუფლონ გირაოთი. დარჩენილი შესავალი სიტყვის წარმოთქმა იქნება და თუ დარჩება დრო, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება", – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა, რომელიც სხდომის დაწყებამდე თავადაც მონაწილეობდა სასამართლოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG