Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბას "ინაუგურაციას" რუსეთის და სეპარატისტული რესპუბლიკების დელეგაციები დაესწრებიან


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოქმნილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები დაესწრებიან. ე.წ. ინაუგურაცია 9 ოქტომბერს, სოხუმში გაიმართება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ვალერი ბგანბამ სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რაულ ხაჯიმბა ფიცს დადებს „მინისტრთა კაბინეტის სააქტო დარბაზში“.

ბგანბას ინფორმაციით, ცერემონიას დაესწრებიან რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ოლგა ტიმოფეევა, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარიოვი, ნიკარაგუის ელჩი რუსეთში ალბა ასუსენა ტორესი და სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ხელმძღვანელები.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა. ე.წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ხაჯიმბას ოპოზიცია, რომლის კანდიდატი იყო პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG