Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ პრემიერ-მინისტრს


ალი ასადოვი
ალი ასადოვი

8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალი ასადოვს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ამ პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, ილჰამ ალიევის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. ალი ასადოვი შეცვლის ნოვრუზ მამადოვს, რომელიც პოსტიდან საკუთარი ნებით გადადგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანიშვნის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს“, - განაცხადა მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ლიდერმა სიავუშ ნოვრუზმა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პარლამენტმა 105 ხმით, ანუ დარბაზში მყოფი დეპუტატების სრული შემადგენლობით, დაუჭირა მხარი ასადოვის კანდიდატურას.

ალი ასადოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატში 2012 წლიდან მუშაობდა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG