Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი თურქეთს დაემუქრა „ეკონომიკის განადგურებით“ სირიაში ანკარის მოსალოდნელი ოპერაციის ფონზე


ამერიკული კოლონა თურქეთ-სირიის საზღვართან, 2017 წლის აპრილი
ამერიკული კოლონა თურქეთ-სირიის საზღვართან, 2017 წლის აპრილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს დაემუქრა „ეკონომიკის განადგურებით“, თუ ანკარის მიერ ჩაფიქრებული სამხედრო ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში „ზღვარს გადავა“.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციისათვის „ყველაფერი მზადაა“. თურქეთს მიაჩნია, რომ აუცილებელია „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რადგან ანკარა „არასოდეს შეეგუება ტერორისტულ დერეფანს თავის საზღვრებთან“, - ნათქვამია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

ამ განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილება, თურქეთის მიმდებარე სირიის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე. ეს ნაბიჯი უფრო დაუცველს ხდის ამ არეალში განლაგებული ქურთების სამხედრო ძალებს თურქეთის არმიის მოსალოდნელი შეჭრის შემთხვევაში.

სირიაში აშშ-ის 1000-მდე ჯარისკაცი იმყოფება, 50-მა ამერიკელმა სამხედრომ უკვე დატოვა თურქეთის მიმდებარე სირიის ტერიტორია. როგორც თეთრი სახლის ანონიმმა მოხელემ აღნიშნა, ჯარისკაცები გადაიყვანეს ისეთ არეალში, სადაც ამერიკელი სამხედროები არ აღმოჩნდებიან „ჯვარედინი ცეცხლის“ ქვეშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG