Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ჯიქური: 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია


მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს... რაც კადრში ჩანს, რომ ფარს ვხმარობ, მაგას ვაღიარებ, ჯგუფურ ძალადობას არ ვაღიარებ. სასამართლოში გავიცანი ეს ხალხი, 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია, - განაცხადა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ლევან ჯიქურმა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიქურის თქმით, ექიმების ინფორმაციით, მძიმე არაა.

„საგანგაშო არის, ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, მიწვრილდება ხელიც, ფეხიც, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო, რაღაც ქრონიკულ დაავადებებში გადამივიდა, 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია“, - განაცხადა ლევან ჯიქურმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

მან 20 ივნისს აქციაზე ყოფნის მიზეზებიც განმარტა.

„მე იქ მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს. ჩემს მეუღლესთან ერთად მივედი, რომ ვინმეს რამეში დავხმარებოდი. სროლა რომ დაიწყო, თავდაცვის მიზნით გამოვიყენე ფარი“, - განაცხადა ლევან ჯიქურმა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური დღეს გაათავისუფლეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მან ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG