Accessibility links

site logo site logo

მამუკა მდინარაძე შალვა თადუმაძის მიერ დამთავრებული სასწავლებლის სახელწოდებით დაინტერესდა


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, როგორ მისცა გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს 1998 წელს დიპლომი „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულმა ინსტიტუტმა“, მაშინ როცა ამ სასწავლებელს დუმბაძის სახელი 2003 წელს დაერქვა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში თადუმაძის, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის, მოსმენისას, მას მდინარაძემ შეკითხვა დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადების შემდეგ, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს სასამართლოს მიერ 2003 წელს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს და მან არა მხოლოდ კანდიდატურა უნდა მოხსნას, გენერალური პროკურორის თანამდებობაც უნდა დატოვოს.

შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ 1994 წელს მოქმედი კანონით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ვალდებული იყო, ჰქონოდა თავისი სახელწოდება, თუმცა, საწარმოს და იურიდიულ პირს არ უკრძალავდა სამეწარმეო სახელად სხვა რამის გამოყენებას.

„მე არ ვიცი, ვინ, რა და როგორ ჩაწერა ამაში, იმიტომ, რომ მე ჩავაბარე ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, მე დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. საგადასახადოში რა ერქვა ამ შპს-ს, არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტარციო ნომერი გააჩნია, მითითებულია ის საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც შემდეგ, 2003 წელს... იურიდიულად ეს შესაძლებლობა მაშინ იურიდიულ პირს ჰქონდა, რომ სარეგისტრაციო სახელი ყოფილიყო სხვა და საწარმოს მოქმედების სახელი ყოფილიყო სხვა. ეს რომ ესეა, ფიქსირდება ქალბატონი თინას მოტანილი დადგენილებით, რომ რახან ეს ინსტიტუტი გახდა 2003 წელს ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმემკვიდრე, მან სრულად გამოიყენა უკვე ახალი კანონის მოთხოვნით სრული დასახელება უნივერსიტეტის, რომელიც აბსოლუტურად სხვა სასწავლებელი იყო“, - განაცხადა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, 1998 წლის შემდეგ არც დაინტერესებულა ამ ინსტიტუტის ბედით და მისი რეორგანიზაციით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG