Accessibility links

შალვა თადუმაძე: არსებითად განსხვავებულია სახელმწიფოს მიდგომა სასამართლო სისტემის მიმართ


შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიდგომა სასამართლო სისტემის მიმართ დღეს არსებითად განსხვავდება 2012 წლამდე არსებულისგან.

შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო გოგუაძემ შალვა თადუმაძეს მისი კრიტიკული პოზიცია გაახსენა სასამართლოს მიმართ და ჰკითხა:

"თქვენი არჩევის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ იმ სისტემაში მუშაობა, რომელშიც არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, ეს მოსაზრება გამოთქვით. როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რა განწყობას გიქმნით ეს? არის თუ არა ეს გამოწვევა? თუ სხვაგვარად უყურებთ ამ პროცესს?"

შალვა თადუმაძის თქმით, ის დღესაც ეთანხმება 2012 წელს გამოთქმულ კრიტიკულ პოზიციას და დისკომფორტს არ გრძნობს.

"მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ სასამართლო იყო იმ სისტემის ნაწილი და მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებდნენ ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ. სახელმწიფო სისტემა სასამართლოზე ახორციელებდა ზეწოლას", - ამბობს თადუმაძე და ამატებს, რომ დღეს ხელისუფლების მიდგომა არსებითად განსხვავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG