Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბინ ქურთი არ ჩქარობს სერბეთთან მოლაპარაკებების გაახლებას


ალბით ქურთი
ალბით ქურთი

კოსოვოში 6 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მემარცხენე ორიენტაციის ლიდერი 9 ოქტომბერს შეხვდა კოსოვოსა და სერბეთში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს. ალბინ ქურთი, რომელიც კოსოვოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება, გრენელს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, აშშ-ის საელჩოში ესაუბრა.

8 ოქტომბერს ქურთიმ განაცხადა, რომ არ ჩქარობს სერბეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების განახლებას. გრენელიც და ჯოზეპ ბორელიც, რომელიც სავარაუდოდ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების შემდეგი ხელძღვანელი გახდება, აღნიშნავენ, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს.

ქურთის პარტია Vetevendosje-მ დაამარცხა მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები, რომლებშიც კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი მებრძოლები შედიან. მათ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეპყრათ კოსოვოში ძალაუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG