Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები თურქეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ


სენატორი ლინდსი გრემი
სენატორი ლინდსი გრემი

თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო, ამერიკელი სენატორების ნაწილმა ანკარისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. რეზოლუციის პროექტი მოამზადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელსაც მხარდაჭერა გამოუცხადა დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა.

ამერიკელი სენატორების ინიციატივაა, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გარდა, სავიზო და საბანკო სანქციები გავრცელდეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტზე და საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, ვაჭრობის და ენერგეტიკის მინისტრებზე და აიკრძალოს თურქეთისთვის ამერიკული შეიარაღების და თავდაცვითი ტექნოლოგიების მიყიდვა.

სენატორ გრემის განცხადებით, ამერიკელებმა არ უნდა მიატოვონ ქურთები, რომლებიც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირეები არიან. რესპუბლიკელმა სენატორმა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG