Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ირანელ ფეხბურთის გულშემატკივარ ქალს 10 ოქტომბერს ნაკრების თამაშზე დაუშვებენ


საფეხბურთო გუნდ "ესთეყლალის" ქალი ქომაგები
საფეხბურთო გუნდ "ესთეყლალის" ქალი ქომაგები

ფეხბურთის მოყვარული ათასობით ირანელი ქალი 10 ოქტომბერს შესძლებს დაესწროს მსოფლიოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო მატჩს თეირანში, აზადის სტადიონზე, სადაც ირანის და კამბოჯის ნაკრებები ხვდებიან ერთმანეთს.

ეს იქნება პირველი თამაში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, რომელზეც ქალებს შეუშვებენ საგანგებო მიწვევის გარეშე. ქალები ხშირად იძულებული იყვნენ კაცის სამოსში გადაცმულები მალულად ეყურებინათ საფეხბურთო მატჩებისთვის.
10 ოქტომბრის თამაშზე 3500 ბილეთი გაიყიდა ქალებისთვის. სტადიონზე ქალები და კაცები ცალ-ცალკე დასხდებიან. ქალებს თამაშის დროს ზედამხედველობას გაუწევენ ქალი პოლიციელები.

უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა კრიტიკა გამოთქვეს შეზღუდული რიცხვის გამო მაშინ, როცა სტადიონზე 80 ათასი მაყურებელისთვისაა ადგილი.

ქალებმა სოციალური ქსელების მეშვეობით წამოიწყეს მეტი ბილეთის მოთხოვნის კამპანია ჰაშტაგ #WakeUpFifa-ს გამოყენებით.

საფეხბურთო მატჩებზე ქალების დასწრების აკრძალვის თემა მსოფლიოს მოედო საჰარ ხოდაიარის სიკვდილის შემდეგ. „ლურჯ გოგონად“ წოდებულმა ახალგაზრდა ფეხბურთის გულშემატკივარმა ქალმა ხოდაირიმ თავი დაიწვა სასამართლო პროცესის მოლოდინში, როცა სტადიონზე კაცად გადაცმული შესვლის მცდელობის გამო მის საქმეს განიხილავდნენ. საჰარ ხოდაიარი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.


ფიფა, რომელიც ირანზე ზეწოლას ახდენს, დაუშვას ქალები მსოფლიო თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ყველა მატჩზე, აცხადებს, რომ ის მტკიცედ მოითხოვს, რომ ირანში გამართულ ყველა საფეხბურთო მატჩზე იყვნენ ქალები.Human Rights Watch-ის განცხადებით,10 ოქტომბერი „ისტორიული დღეა ირანში“, მაგრამ ორგანიზაცია მოითხოვს მთავრობისგან, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული კანონი რათა ყველა ქალს, კაცების მსგავსად, შეეძლოს დაესწროს ყველა საფეხბურთო მატჩს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG