Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი დიპლომისა და მიღებული განათლების შესახებ განმარტებას აკეთებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს , რომ მასაც იგივე უნივერსიტეტის დიპლომი რაც გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს, თუმცა ამის შემდეგ სწავლა რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტში განაგრძო.

ინფორმაცია, რომ ნაზი ჯანეზაშვილსაც იგივე უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რაც შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიეტეტის სხდომაზე.

„1990-იან წლებში და მანამდეც, ყველამ კარგად იცის, რომ იყო კორუფცია და მით უმეტეს იმ პერიოდში ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობდა. ზოგი პრესტიჟულ უნივერსიტეტში აბარებდა ფულით და ამთავრებდა ფულით, ვისაც შეეძლო. მე მაგალითად, ვსწავლობდი იქ, სადაც ჩემმა ოჯახმა შეძლო და ვიხდიდი მინიმალურ გადასახადს და ხშირად ესეც პრობლემა იყო ჩემთვის.

ამიტომ, ყველა ადამიანის ერთ ქვაბში მოხარშვა, რომ ვინც პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა, ყველა კარგია და ვინც არაპრესტიჟული, ყველა ცუდია, ეს არის არასერიოზული და არასამრთლიანი მიდგომა. მაშინაც იყო და დღესაც არის კერძო უნივერსიტეტები. საბედნიეროდ ახლა სისტემა ისე შეიცვალა, რომ აკრედიტაციის წესი არსებობს დ ბევრი რამ მოწმდება. მაშინ არ მოწმდებოდა სამწუხაროდ და ადამიანები ვიყავით დაუცველები. 17 წლის ვიყავი როდესაც ჩავაბარე” ,- უთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, არ იცის რა ხდება შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, მაგრამ თავისი დიპლომს ყველა ის რეკვიზიტი აქვს, რომელიც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

„წარდგენილი მაქვს ჩვეულებრივად ეს დიპლომი, აქვს ბეჭედი, საიდენტიფიკაციო კოდი, ნომერი, ყველა ის რეკვიზიტი, რაც უნდა ჰქონდეს. დავასრულე 2002 წელს. რაც შეეხება სახელს, მაშინ მე ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია საიდენტიფიკაციო კოდი, სახელწოდება, რაც ბეჭედზეა და ხელმოწერა, ჩემში ეჭვი არ გამოუწვევია მაშინ და რომელი აქტით მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელობის, არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი და მე მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყო, სულაც შიდა რაღაც გადაწყვეტილებით ყოფილიყო მინიჭებული. მთავარი არის, რომ საიდენტიფიკაციო კოდი, სახელწოდება ჰუმანიტარული ინსტიტუტი და ხელმოწერები არის ჩვეულებრივად ნამდვილი. მე არ ვიცი, რა ხდება თადუმაძესთან დაკავშირებით“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ის დასძენს, რომ განათლება ამის შემდეგ საერთაშორისო უნივერსიტეტებშიც მიიღო.

"ამის მერე სწავლა გავაგრძელე აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და ამერიკაში საუკეთესო უნივერსიტეტებში ნამდვილად. მე მხოლოდ ამით არ წარვმდგარვარ საქართველოს პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი სიტყვებით, 2008-2009 წლებში მიღებული სტიპენდიით სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში სამართალს. საქართველოში დაბრუნებულა კი სასტიპენდიო კონკურსში გამჯვების შემდეგ სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო ადამიანის უფლებების მიმართულებით. შემდგ ისევ საქართველოში დოქტურანტურას ჩააბარა.

„სადაც გავიარე სხვადასხვა სალექციო კურსი. შუალედში, ისევ სტიპენდია მოვიპოვე და წავედი ამერიკაში სასწავლებლად, ერთი სემესტრი ვსწავლობდი ინგლისურ ენას მონტანას უნივერსიტეტში. პარალელურად მქონდა სვადასხვა სასწავლო პროგრამები და შემდგომ ერთი წელი ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ვაშინგტონში სამართალს და პარალელურად ძალიან პრესტიჟულ ორგანიზაციებში გავდიოდი სტაჟირებას”- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.ინფორმაცია, რომ გენერალურ პროკურობს შალვა თადუმაძეს, შესაძლოა ყალბი დიპლომი ჰქონდეს თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ"
გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას.

საქართველოს გენერალური პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ მისი დიპლომით გამოწვეულ ეჭვებს იმით უპასუხობა, რომ სასწავლებელი ექსტერნატის ფორმით დაამთავრა.

9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში მოსმენისას თადუმაძემ თქვა, რომ სკოლა 1994 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩააბარა „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG