Accessibility links

ლომჯარია: თადუმაძეს ვურჩევდი, დიპლომის ნამდვილობის დასადგენად კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს


ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს ურჩევს, დიპლომის ნამდვილობისა და ხარისხის დასადგენად კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი მაშინ, როდესაც თემის ირგვლივ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს:

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამდენი კითხვის ნიშანი ამ თემის ირგვლივ, დასაბუთებული ან დამაჯერებელი პასუხები საზოგადოებისთვის არ გაცემულა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იქნება, რომ შალვა თადუმაძემ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადგენს დიპლომის ნამდვილობას და ხარისხს.

არაერთ პირს აქვს გავლილი ხარისხის კონტროლი და დადასტურებული მისი ხარისხი და დიპლომის ნამდვილობა. კარგი იქნებოდა მას აქამდე გაეკეთებინა ეს, მაგრამ დღესაც არის შესაძლებელი და მას ვურჩევდი მიმართოს დიპლომის აღიარების და ხარისხის დადგენის მოთხოვნით ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, გენერალურ პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ.

შალვა თადუმაძის დიპლომი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის რანგში პასუხობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG