Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტში კენჭისყრა იმართება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით


რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ვიორიკა დანჩილა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ვიორიკა დანჩილა

პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ რუმინეთის მემარცხენე მთავრობას კენჭს უყრიან უნდობლობის გამოცხადების მიზნით.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიორიკა დანჩილას, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უნდობლობის გამოცხადებას უპირებენ.

10 ოქტომბერს, პარლამენტში დებატების წინ, დანჩილამ დეპუტატებს მიმართა, რომ მთავრობა შეიძლება სრულყოფილი არ იყო, მაგრამ რუმინეთის სასარგებლოდ მუშაობდა.

პარლამენტის წევრმა ეროვნულ-ლიბერალური პარტიიდან რალუკა ტურჩანმა დაგმო პრემიერის, როგორც მან თქვა, „პოლიტიკური პროტექციონიზმი“ და „ტყუილები“, რათა თავისი კაბინეტი გადაარჩინოს.

დანჩილამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა აგვიტოში მას მერე, რაც მთავარი პარტნიორები, ლიბერალების ალიანსი და დემოკრატები განუდგნენ უთანხმოების გამო. აზრთა სხვადასხვაობა უკავშირდება საპრეზიდენტო კანდიდატის თემას.

თუ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს, პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კონსულტაციები უნდა გამართოს პარტიებთან, რათა ახალი პრემიერი იქნეს არჩეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG