Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია ლიტერატურაში 2018 და 2019 წლებისთვის პოლონელ ოლგა ტატარჩუკსა და ავსტრიელ პეტერ ჰანდკეს მიენიჭა


შვედეთის სამეფო აკადემიამ დაასახელა 2019 წლის და 2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში, ორი გამარჯვებული, რადგან შარშან პრემია არ გაცემულა.

2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა პოლონელი ავტორი ოლგა ტატარჩუკი, ხოლო 2019 წლისა, პეტერ ჰანდკე.

2018 წელს შვედეთის აკადემიას დასჭირდა საბჭოს შემადგენლობის შეცვლა და მასში ახალი წევრების შეყვანა.

აკადემიის წევრის, კატარინა ფროსტენსონის ქმარი გაუპატიურებისთვის გაასამართლეს. ფროსტენსონმა აკადემია დატოვა.

ნობელიანტებს 908 ათასი დოლარის ოდენობის პრემია 10 დეკემბერს გადაეცემათ, ნობელის გარდაცვალების დღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG