Accessibility links

site logo site logo

ზელენსკის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე არ იცოდა, რომ აშშ იარაღის მიწოდებას აყოვნებდა


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ივლისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე მან არ იცოდა, აშშ რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიცემას აყოვნებდა. ეს სატელეფონო საუბარი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების ყურადღების ცენტრშია. ზერენსკიმ 10 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომელსაც მისი ოფისი მარათონულ პრესკონფერენციას უწოდებს, განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას ადგილი არ ჰქონდა „შანტაჟს“.

„წარმოდგენა არ მქონდა, რომ სამხედრო დახმარება შეჩერებული იყო. როცა ეს გავიგე, ვახსენე [ვიცე-პრეზიდენტ მაიკ] პენსთან ვარშავაში ვიზიტისას,“ დასძინა ზელენსკიმ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა დაიწყეს გამოძიება, რომელსაც ტრამპის იმპიჩმენტი შეიძლება მოჰყვეს. გამოძიების ყურადღების ცენტრშია 25 ივლისის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, გამოძიება აწარმოოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სავარაუდოდ მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის თაობაზე. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერი უკრაინაში აწარმოებდა ბიზნესს. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპმა გადააჭარბა უფლებამოსილებებს, ზელენსკიზე ზეწოლა განახორციელა ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნით და დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიარაღების მიწოდებას შეუჩერებდა უკრაინას. ტრამპის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG