Accessibility links

site logo site logo

ელისაშვილს ბესელიას მიმართ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა


ეკა ბესელია, ალეკო ელისაშვილი

უზენაესმა სასამართლომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილისა და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შორის წარმოებულ სამართლებრივ დავაზე გადაწყვეტილება მიიღო.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაშია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილს 1000 ლარის გადახდა და ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა. გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა მეორე ინსტანციაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალეკო ელისაშვილის სარჩელი განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება.

სამართლებრივი დავა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ეკა ბესელიამ „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოთქმული ბრალდების პასუხად დაიწყო. ალეკო ელისაშვილმა, კერძოდ, ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ეკა ბესელია და პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პატიმრების გაშვებით ვაჭრობდნენ, ფულს იღებდნენ.

ალეკო ელისაშვილმა „არჩევანში“ აღნიშნა ისიც, რომ 2013-2014 წლებში, მაშინ, როდესაც იგი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, ეკა ბესელია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა პრეზიდენტთან კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაციები შესულიყო.

ეკა ბესელიამ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ სასამართლოს დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ვერცერთმა ინსტანციამ ვერ შეძლო მასზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG