Accessibility links

ჩუგოშვილი თადუმაძეს ურჩევს, დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული კითხვების გაფანტვაზე იზრუნოს


თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ რაიმე მექანიზმი არსებობს, შალვა თადუმაძემ უნდა გამოიყენოს მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გასაფანტად.

„იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია მისი კომპეტენციის დადგენის ნაცვლად პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა, მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ამდენი კითხვა გაჩნდა, თუ რაიმე მექანიზმი არსებობს იმისა, რომ ეს კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, გენერალურ პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ.

შალვა თადუმაძის დიპლომი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის რანგში პასუხობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG