Accessibility links

ევროკავშირში თურქეთის წინააღმდეგ სანქციებზე იმსჯელებენ მის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის გამო


ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ თურქეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შემოღებას ჩრდილოეთ სირიაში მის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის გამო. როგორც ევროკავშირის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ამელი დე მონშალენმა განაცხადა, ამ თემაზე მომავალ კვირაში იქნება მსჯელობა ბრიუსელში, ევროკავშირის უახლოეს სამიტზე.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ მწვავედ გააკრიტიკა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოთხშაბათს დაწყებული სამხედრო ოპერაცია. გაეროს უშიშროების საბჭომ რიგი ევროპული სახელმწიფოს მოთხოვნით დახურულ კარს მიღმა განიხილა სირიის საკითხი. შეხვედრის თაობაზე არავითარი განცხადება არ გაკეთებულა. რუსეთმა და აშშ-მა თავი შეიკავეს თურქეთის ერთმნიშვნელოვნად კრიტიკისგან.

ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ მზად არის ჯარები გაიყვანოს სირიის იმ რეგიონებიდან, რომლებიც თურქეთს ესაზღვრება. აშშ-ის კონგრესში დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც გმობენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას და თურქეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებენ. კონგრესის წევრები ხაზს უსვამენ სირიელი ქურთების როლს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG