Accessibility links

site logo site logo

ათეულობით ადამიანი მოკლეს სირიაში თურქეთის იერიშის დროს


მსხვერპლის რაოდენობა იზრდება თურქეთის იერიშის დროს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში, რომელსაც ქურთები აკონტროლებენ. თურქეთი აგრძელებს შეტევას მზარდი საერთაშორისო მოთხოვნის მიუხედავად, შეაჩეროს იერიში.

თურქეთის არმიამ შეძლო სირიის სიღრმეში შეღწევა 11 ოქტომბერს, სირიელი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ დაწყებული შეტევის მესამე დღეს, რასაც მოჰყვა საცხოვრებელი არეალიდან ათეულათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება.

სირიის სამეთვალყურეო ჯგუფის ცნობით, თურქეთის ძალებმა დაიკავეს შვიდი სოფელი ქალაქების, რას ალ-აინის და ტელ აბიადის გარშემო. ლონდონში მოქმედი ომის მეთვალყურე ჯგუფის თანახმად, 9 ოქტომბრის შემდეგ ბრძოლების დროს მოკლულ იქნა 10 სამოქალაქო პირი და სირიის დემოკრატიული ძალების 29 ქურთი მეომარი. ამავე ცნობით, 17 სამხედროა მოკლული თურქეთის მომხრე სირიელ მეომრებს შორის. თურქეთმა გამოაცხადა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს ბრძოლებისას და სამი დაჭრეს, და ხუთი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა თურქეთის სასაზღვრო ქალაქისთვის ჭურვების დაშენის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG