Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო რადიო თავისუფლების ჰაკათონი ჩეთბოტის შესაქმნელად


11 ოქტომბერს დაიწყო ჰაკათონი, რომლის მიზანიცაა რადიო თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით ჩეთბოტის შექმნა. უკვე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც მომდევნო 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ ბოტებზე და სხვადასხვა თემების ირგვლივ მათ შეასწავლიან კომუნიკაციას.

ჰაკათონში 35 მონაწილეა ჩართული. ჰაკათონის მსვლელობისას მოეწყობა რამდენიმე ჩექფოინთი, რომლის დროსაც გუნდების პროგრესი შეფასდება. მონაწილეებს პროექტზე მუშაობისას რჩევებს მისცემენ და დაეხმარებიან მენტორები.

გამარჯვებული გუნდი კი კვირას, 13 ოქტომბერს გამოვლინდება. გაიმარჯვებს ის, ვინც, ჟიურის შეფასებით, ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ჩეთბოტს წარადგენს. გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, რადიო თავისუფლებაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიაროს და მის ჩეთბოტზე იმუშაოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG