Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საუდის არაბეთში დამატებით ჯარს და სამხედრო ტექნიკას აგზავნის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაკი პომპეოსა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმანთან ჯადაჰში, 2019 წლის 18 სექტემბერს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაკი პომპეოსა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმანთან ჯადაჰში, 2019 წლის 18 სექტემბერს

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აგზავნიან დამატებით ჯარს და სამხედრო აღჭურვილობას გასულ თვეში სამეფოს სანავთობო ობიექტებზე თავდასხმის გამო, რაშიც რიადიც და აშშ-იც ირანს ადანაშაულებენ.

ცნობით, რომელიც პენტაგონს წარმომადგენლის ნათქვამს ეყრდნობა, აშშ-ის საუდის არაბეთში მიავლენს დამატებით სამი ათას სამხედროს. იგზანება ასევე საჰაერო თავდაცვის „პეტრიოტის“ ტიპის ორი ბატარეა და ზეატმოსფერული გადამტაცი რაკეტების საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა. მას აქციის ვადები არ დაუზუსტებია. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჯარების გაზრდის შესახებ საუდის არაბეთში, მსოფლიოში ნავთობის წამყვან მწარმოებელ და აშშ-ის ხანგძლივ მოკავშირე ქვეყანაში, ადრე განაცხადეს, მაგრამ 14 სექტემბერს საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე დრონებით და ჭურვებით თავდასხმის შემდეგ აშკარა გახდა, რომ სუსტადაა დაცული სანავთობო ინფრასტრუქტურა. მაშინ საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც "საომარი მოქმედება" მათ წინააღმდეგ, თუ დამტკიცდა, რომ დრონების და ჭურვების დაშენა მოხდა ირანის ტერიტორიიდან, რაც არ დადასტურებულა. ირანის მხარდაჭერით მოქმედმა, იემენის ჰუტის მიმდევარმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოაწყვეს თავდასხმა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG