Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ვიზიტისას მოსკოვი და რიადი აცხადებენ, რომ განავითარებენ მეგობრულ კავშირებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რიადში მოლაპარაკება გამართა საუდის არაბეთის მეფესთან და ტახტის მემკვიდრესთან, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში.

პუტინი და მეფე სალმანი ხელმძღვანელობდნენ ცერემონიას, რომელზეც ხელი მოეწერა რამდენიმე, მილიარდობით დოლარის საინვესტიციო კონტრაქტს ორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულებები მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა საჰაერო მიმოსვლა, კულტურა, ჯანმრთელობა და განვითარებული ტექნოლოგიები.

პუტინის ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როცა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, მოსკოვმა ვერ შეძლო მიეღწია დასახული მიზნისთვის და 3 პროცენტით გაეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, აბდულაზიზ ბინ სალმანის თანახმად, გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შეთანხმებას გაძლიერდეს თანამშრომლობა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წიაღში, რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში და რომელთანაც რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა მიწოდების შეზღუდვით გაიზარდოს ნავთობის ფასები, 2014 წელს მათი გლობალურად დაცემის შემდეგ.

15 ოქტომბერს პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG