Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველებმა ქვიშის თამაშები ოქრო-ვერცხლით გახსნეს


ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ქვიშის თამაშებზე ქართველები საქმეში 14 ოქტომბერს ჩაებნენ და პირველი მედლებიც მოიპოვეს. საქართველოს დელეგაციაში მხოლოდ ოთხი სპორტსმენია, ოთხივე ქვიშის ჭიდაობაში. მათგან საჭიდაოდ ჯერ მხოლოდ ორი გავიდა - ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) გუშინ ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და ნახევარფინალშიც იმარჯვეს, საჩემპიონო ბრძოლაში კი წარმატებას მხოლოდ ქელეხსაშვილმა მიაღწია - აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა და ქვიშის თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დავით მარსაგიშვილი პაკისტანელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღეს ჩაებმებიან შეჯიბრებაში დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG