Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხდება თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩადინება


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, სანიაღვრე ქსელზე კანალიზაციის სისტემის თვითნებური დაერთების ფაქტზე გასულ კვირაში გამოვლინდა იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგ სამართლებრივი აქტი და ჯარიმა გამოიწერა.

თბილისის ვიცე-მერი აღნიშნული სუბიექტის სახელწოდებას არ ასახელებს. მისი თქმით, ამ იურიდიული პირის მიერ გარემოზე მიყენებულ ზიანს გარემოს დაცვის სამინისტრო დაითვლის და აღნიშნულ იურიდიულ პირს შესაბამის, სავარაუდოდ, სოლიდურ სანქციას დააკისრებს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს თბილისის ზღვაში ფეკალური მასების ჩადინებების მოსაკვლევი საველე სამუშაოები. მისი თქმით, ტექნიკა მუშაობს და ყველა გამოვლინებაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრი იქნება, თუმცა რადგან საქმე ეხება მიწისქვეშა ფარულ კომუნიკაციებს, მათი გამოვლენა რთულია.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამწუხაროდ არის კონკრეტული ადგილები, სადაც თბილისის ზღვაში უნებართვოდ დაერთებული საკანალიზაციო ქსელებიდან ფეკალიები ჩაედინება. „პირდაპირ აქვს დაერთებული სანიაღვრე ქსელს, რაც ძალიან მძიმეა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც კონკრეტული ქსელებისა და დამრღვევების გამოსავლენად მუნიციპალური ინსპექცია მუშაობს. თბილისის მერის თქმით, სასმელი წყლის ხარისხი ყოველდღიურ რეჟიმში დღეში რამდენჯერმე მოწმდება და იგი სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს აკმაყოფილებს.

თბილისის ზღვაში, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგების ერთ-ერთი წყაროა, საკანალიზაციო მილით ფეკალური მასების ჩაღვრის შესახებ "თავისუფლების მონიტორი" იუწყებოდა.
„თავისუფლების მონიტორმა“ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დაადგინა, რომ ამის შესახებ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა, თუმცა დუმდა და პრობლემის აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოუხდა, რაც „თავისუფლების მონიტორმა“ პასუხი პრობლემაზე პირადად მერს მოსთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG