Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ ტურისტებზე თავდასხმისთვის ავღანელ მოქალაქეს ნიდერლანდში 26 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ნიდერლანდში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ავღანეთის მოქალაქეს და 26 წლით პატიმრობა მიუსაჯა მას აშშ-ის ტურისტებზე თავდასხმის გამო. სასამართლომ ამავე დროს ავღანელს კომპენსაციის სახით დააკისრა ორი მილიონი დოლარის გადახდა მსხვერპლისთვის.

ბრალდებული აღაშფოთა მუჰამედის კარიკატურის ადგილობრივმა კონკურსმა. 2018 წლის აგვისტოში ის გერმანიიდან ჩავიდა ამსტერდამში, სადაც სადგურში დანით დაჭრა ორი ადამიანი. ერთი მათგანი პარალიზებულია.

გამოცემა NL Times 20 წლის ბრალდებულს ჯაედ ს-სად მოიხსენიებს. ადრე პოლიცია მისი „ტერორისტული მოტივების“ შესახებ იტყობინებოდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ სურდა „ისლამის დაცვა არაპატიოსანი და სასტიკი ადამიანებისგან“. მან თავის შეცდომად გამოაცხადა ის, რომ დაჭრა ტურისტები და არა ადგილობრივები.
სამედიცინო ექსპერტიზამ განაცხადა, რომ ბრალდებულს აქვს ფსიქიკური დარღვევა, თუმცა დასკვნა ვერ წარადგინა.


ნიდერლანდის თხოვნით, გერმანელმა სამართალდამცველებმა დაათვალიერეს ადგილი, სადაც ბრალდებული ცხოვრობდა. მათი განცხადებით, პირი არ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის პოტენციურ საფრთხეს. დეკემბერში გერმანიის სასამართლომ ბრალდებულს უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე. სასამართლოს დასკვნით, ავღანელი არ იდევნებოდა პოლიტიკურად სამშობლოში და იქ მას არაფერი ემუქრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG