Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი და 2 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა


20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი, ილია მემარნიშვილი და გიორგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობები მათთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

კერძოდ, მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატი პატიმრობის მაგივრად მისთვის 5-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, გიორგი ქორდოვანიძისა და ილია მემარნიშვილის ადვოკატებმა კი პატიმრობის 3 000 - 3000 ლარის ოდენობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის - მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, გიორგი ქურდოვანიძისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმის არსებითი განხილვა. მათგან, ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 10 აგვისტოს გათავისუფლდა.

პროკურატურა ბრალდებულებს სისხლის სამართლის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 19 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG