Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს, ენერგეტიკის შესახებ მოლაპარაკებებზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ვიზიტი ნაწილია ტურნესი, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი ესწრაფვის გააძლიეროს გავლენა ახლო აღმოსავლეთზე.

პუტინი აბუ დაბიში 15 ოქტომბერს ჩავიდა საუდის არაბეთიდან. აეროპორტში მას დახვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე, შეიხი მუჰამად ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

სასახლეში გაკეთებულ განცხადებაში შეიხმა მუჰამედმა გამოთქვა იმედი, რომ პუტინის ვიზიტს "მნიშვნელოვანი გავლენა ექნება" ორი ქვეყნის ურთიერთობის "სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაზე". პუტინი მიესალმა "მეგობრულ" კავშირებს მოსკოვსა და აბუ დაბის შორის და განაცხადა: "ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია შევინარჩუნეთ გლობალური და საერთაშორისო დღის წესრიგის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სირია, ლიბია, იემენი და სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება".

სააგენტო "ტასის" თანახმად, ორმა მხარემ რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა ენერგეტიკის და ინვესტიციების სფეროებში. საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში პუტინმა და მეფე სალმანმა უხელმძღვანელეს ცერემონიას, რომელზეც ხელი მოეწერა რამდენიმე, მილიარდობით დოლარის საინვესტიციო კონტრაქტს ორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულებები მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა საჰაერო მიმოსვლა, კულტურა, ჯანმრთელობა და განვითარებული ტექნოლოგიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG