Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასიზმთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა ბულგარეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი


ფეხბურთის ბულგარელი გულშემატკივრების მხრიდან 14 ოქტომბერს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე, ინგლისთან თამაშის დროს რასისტული გამოხდომებისთვის თანამდებობიდან გადადგა ბულგარეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი, ბორისლავ მიხაილოვი.

"დღეს ბულგარეთის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბორისლავ მიხაილოვმა, წარმოადგინა გადადგომის შესახებ განცხადება, რომელსაც [18 ოქტომბრის] შეხვედრისას მიაწოდებენ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს", - აცხადებს ასოციაცია თავის ვებგვერდზე 15 ოქტომბერს და დასძენს: "მისი პოზიცია არის შედეგი ბოლო დროს შექმნილი დაძაბულობისა, გარემოსი, რომელსაც ზიანი მოაქვს ბულგარეთის ფეხბურთისთვის და ბულგარეთის ფეხბურთის ასოციაციისთვის".

განცხადების დაწერამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხაილოვს პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მოუწოდა "მყისიერად" გადამდგარიყო თანამდებობიდან. "დაუშვებელია ბულგარეთი .... დაუკავშირდეს რასიზმს და ქსენოფობიას", - დაწერა პრემიერ-მინისტრმა "ფეისბუკზე" და დასძინა, რომ მთავრობა ასოციაციასთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტდა მიხაილოვის გადადგომამდე.

ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან რასისტული და ნეონაცისტური გამოხდომები ბოლო პერიოდში მზარდ შეშფოთებას იწვევს ფეხბურთის სფეროს მესვეურებს შორის, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG