Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დააკავა კიდევ ერთი პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1972 წელს დაბადებული ლ.ძ. დააკავეს 30 სექტემბერს ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, შსს აცხადებს, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, შელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმით დაჭრეს.

თუმცა გამოძიების ცნობით, „ზ.ც.-ს და დ.ჯ.-ს მიერ ლ.ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გ.ც.-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი“.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG