Accessibility links

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ქართველებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს


მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანის მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს მედალს დღეს ქართველებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მიამატეს.

ვაჟთა შორის, მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორები ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ორივე წონაში საქართველოს ნაკრების წევრი ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. 81 კილოგრამში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვლადიმერ ახალკაცი, რომელმაც სულ ექვსი შეხვედრა მოიგო. ფინალში ახალკაცმა რუსეთის ნაკრების წევრი დავიდ კარაპეტიანი წუთ-ნახევარში დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილი. 90 კილოგრამში ყველას აჯობა ლაშა ბექაურმა. ოთხი ეტაპის იპონ-იპონ გავლის შემდეგ, მან საჩემპიონო ბრძოლაში იპონითვე მოუგო უნგრელ როლანდ გოზს.

დღესვე, მარიამ ჭანტურია (70 კგ) და მიხეილ ბექაურიც (90 კგ) ჩაებნენ მსოფლიოს კონკურენციაში. ჭანტურია ფინალურ ბლოკამდეც მივიდა, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG