Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიაში პირველად ორი ამერიკელი ასტრონავტი ქალი ერთად გავიდა ღია კოსმოსში


ამერიკელმა ასტრონავტებმა, კრისტინა კოხმა და ჯესიკა მეირმა ისტორიული ერთობლივი გასვლა განახორციელეს ღია კოსმოსში.

კოხმა და მეირმა კოსმოსური ხომალდი დატოვეს 18 ოქტომბერს, რათა გამოეცვალათ ხომალდის გარე, კოსმოსური ლაბორატორიის ელექტრული ქსელის დაზიანებული ნაწილი.

ხომალდის გარეთ ყოფნისას, რამაც ხუთ საათს გასტანა, ასტრონავტებთან ვიდეოკავშირი დაამყარა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უთხრა მათ, რომ „ძალიან მამაცი, შესანიშნავი ქალები არიან“. "თქვენს ქვეყანას ასახელებთ", თქვა ტრამპმა, „ძალიან გვეამაყებით“.

კოხი ადრე ოთხჯერ გავიდა ღია კოსმოსში, მეირისთვის კი ეს პირველი იყო, და ის მეთხუთმეტე ქალი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში იყო.

პირველი ქალი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, იყო საბჭოთა კოსმონავტი, სვეტლანა სავიცკაია, რომელსაც ახლდა კოსმონავტი ვლადიმირ ჯანიბეკოვი.

პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, იყო საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG