Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მაია კალანდია აცხადებს, რომ ზუგდიდში დაგეგმილ ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურის წევრობიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს.

„ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან რომ ჩაგხსნიან პოლიტიკური მოტივით, ევროპას კი არა მარსსაც აკვირვებ ბიძინიბიძია", - წერს მაია კალანდია „ფეისბუკში".

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ამ საკითხზე დეტალურად საუბარი არ ისურვა და რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„ამქვეყნად ყველაფერი პოლიტიკურია ხაჭაპურიც და ჰაერიც... ბიძინა და პირობითი ბიძინები ადგილს არ გვიტოვებენ არსად...ეს ხაჭაპურის ფესტივალის გარეშეც ჩანს და ყველანი ვხედავთ“, - განმარტა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში“, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ბრალდებას უარყოფენ. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ედუარდ ფარცვანია პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მაია კალანდიას მხრიდან მსგავსი კომენტარით გაკვირვებულია, რადგან მასთან ამ საკითხზე საუბარი არც ჰქონიათ.

ხაჭაპურის ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 19 ოქტომბერს გაიმართება.

ხაჭაპურის ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის" ორგანიზებით და USAID-ის პროექტ „ზრდის", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG