Accessibility links

ვახტანგ გომელაური: სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ 


ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესების ესკალაციის საფრთხე არ არსებობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვითარებას სრულად აკონტროლებს:

. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არშეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა.

როგორც საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსურდულია მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს, გუშინ და გუშინწინ საქართველოს სპეცდანიშნულების, დაზვერვითი ჯგუფები გადავიდნენ ტერიტორიაზე:

„გუშინ და გუშინწინ განცხადებები თუ ნახეთ, რომ თითქოსდა ჩვენი სპეცდანიშნულების ჯგუფები, დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ და მათ რაღაც აღკვეთეს, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერვო ჯგუფები და სპეცდანიშულების რაზმის ჯგუფები გადასვლას არ აპირებდნენ. პირიქით, დაფიქსირებული გვაქვს, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ისინი გადმოვიდნენ რამდენიმე ხნის წინ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი განმარტებით, რუსული და ოსური მხარე სოფელ ატოცთან ერთი თვის წინ დაყენებულ რკინის ბოძებზე ცხაურებს აკრავს, რის შესახებაც უსაფრთხოების სამსახურმა საქმის კურსში ჩააყენა ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ხალხს, ჟურნალისტებს ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოების მიზნით არ უშვებენ. .

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 19 ოქტომბერს განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG