Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის უარის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი არჩევნები მოეწყობა


ევროკავშირის უარის გამო, დაეწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ამის თაობაზე განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა. მისი თქმით, ჩრდილოეთი მაკედონია „ისტორიული შეცდომის“ მსხვერპლი გახდა და მისი მოქალაქეები გრძნობენ „იმედგაცრუებას და ბრაზს“. ახლა, ზაევის სიტყვებით, მოქალაქეებმა უნდა გამოხატონ დამოკიდებულება იმ მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მტკივნეული რეფორმები გაატარა, რათა ევროკავშირის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა.

ნაციონალისტური ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ზაევმა მიაღწია საბერძნეთთან შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანამ ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ნაცვლად ჩრდილოეთი მაკედონია დაირქვა. შედეგად, საბერძნეთმა შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. მაგრამ ეს გააკეთა საფრანგეთმა, რომელიც თვლის, რომ მაკედონიაში საკმარისად არ ებრძვიან კორუფციას.

ევროკავშირმა ასევე არ ისურვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გამართვა ალბანეთთან.

ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენლმა, მათ შორის, გაფართოების საკითხთა ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა იმედგაცრუება გამოხატეს გადაწყვეტილების გამო და მას შეცდომა უწოდეს.

ახლა ისინი შიშობენ, რომ მაკედონიელები ნაციონალისტურ ძალებს მიემხრობიან და ევროკავშირს ზურგს შეაქცევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG