Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ის, რაც ატოცში ხდება, ბორდერიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, ის, რაც ატოცში ხდება, მიუღებელია და არის ბორდერიზაციის პოლიტიკის გაგრძელება. გორში ჟურნალისტებთან კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო პარტნიორებთან ერთად სინქრონულ ნაბიჯებს დგამს, რაც აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა წყნარად შეძლონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, დღეს, სახელმწიფო სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ წყანარად, მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე.

მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ, ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობ, - განაცხადა გიორგი გახარიამ გორში, სადაც შიდა ქართლის პედაგოგებთან, სპორტსმენებთან, ექიმებთან, ფერმერებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ატოცში 19 ოქტომბერს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG