Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი ენერჯი“: გაზის კუსტარული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6 უბანშია


კომპანია „თბილისი ენერჯი“ ჩამოთვლის თბილისის 6 უბანს, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეს უბნებია:

  • სანზონა
  • სამგორი
  • გლდანი
  • ჩუღურეთი
  • ისანი
  • ვაზისუბანი

„თბილისის ენერჯი“ მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განუმარტავს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. დაშავდა 4 ადამიანი. „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ​აღნიშნულ მისამართზე ჩახსნეს „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ მისი ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

ნათია მიქიაშვილის განმარტებით, ჩახსნილი გაზდანადგარების თვითნებურად მიერთების სტატისტიკა შემაშფოთებელია:

„თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG