Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატოცში აღმართულ ღობესთან საოკუპაციო ძალები „ნივებით“ პატრულირებენ


სოფელი შაქშაქეთი
სოფელი შაქშაქეთი

საქართველოს შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 20 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მივიდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც 19 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ღობეებს ამონტაჟებდნენ.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში, გოგა აფციაური იტყობინება, სოფელ ატოციდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 19 ოქტომბერს დაყენებული ღობის გასწვრივ, დილიდან პატრულირებენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები „ნივის“ მარკის ავტომობილებით.

სოფელ ატოცის მიმდებარე მინდორში საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს ე.წ. საზღვრის მონტაჟის სამუშაოები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 2018 წლის 7 ნოემბრიდან იყო შეჩერებული. სულ საოკუპაციო ძალებმა 140-ზე მეტ ძელზე დაამონატაჟეს ღობე.

19 ოქტომბერი მედიის წარმომადგენლებმა სოფელ შაქშაქეთის საგუშაგოსთან, საოკუპაციო ზოლიდან 15 კმ-ში გაატარეს. შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური გადაადგილების უფლებას არ იძლეოდა იმ მოტივით, რომ არ იყო დაცული ჟურნალისტების უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG