Accessibility links

მედვედევის თქმით, სერბია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს ევრაზიულ კავშირთან


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა 19 ოქტომბერს ვიზიტი დაიწყო სერბიაში, სადაც სამხედრო აღლუმს დაესწრო და სერბიის პარლამენტს საგანგებო სესიაზე სიტყვით მიმართა.

თავის გამოსვლაში მედვედევმა თქვა, რომ, მისი მოლოდინით, სერბიის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი ხელს მოაწერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, როცა ის 25 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა.

სერბიაში გამომავალი გაზეთისთვის 18 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში, მედვედევმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა, მისი თქმით, "მთელ მსოფლიოზე დომინაციის სურვილის" გამო, "ბალკანეთისა და ევროპის ჩათვლით".

მედვედევი სერბიაში ჩავიდა მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგრადის გათავისუფლების 75-ე წლისთავის ღონისძიებებზე დასასწრებად. მან შეხვედრები გამართა ბრნაბიჩსა და სერბიის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG