Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ავღანეთის დედაქალაქში ჩავიდა, პირველად მას შემდეგ, რაც ივლისში ეს თანამდებობა დაიკავა. მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით.

გავრცელებული ცნობებით, ესპერი შეხვედრებს გამართავს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან და მოინახულებს ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილს. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.

ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG