Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი წერეთელი: „ამ საკითხზე ევროპის ლიდერებს დაველაპარაკები“


სოფელ ატოცში ჩავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, რომელიც ადგილზე ეცნობა საოკუპაციო ძალების მიერ საზღვრის უკანონო მშენებლობის შედეგებს.

„რაც აქ ხდება, ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ეს არის გაგრძელება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რასაც „ბორდერიზაცია“ წარმოადგენს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ვფიქრობ, ამ პროცესს, რომელსაც სწრაფად ვერავინ გადაწყვეტს, სჭირდება დიდი აქტიურობა და ზეწოლა. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მომავალ კვირას მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპის ლიდერებთან. ვაპირებ, ამ საკითხზე ვესაუბრო მათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ბევრს ვაქტიურობთ, არსებობს არაერთი რეზოლუცია, არსებობს ძირითადი ხელშეკრულება ევროკავშირის ბროკერობით, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და ეს არის დიდი პრობლემა. რუსეთს აქვს ვალდებულება, რომ შეასრულოს ეს ხელშეკრულება, მაგრამ, ამის ნაცვლად, ხდება ე.წ. საზღვრის უკანონო გავლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი კონფლიქტის ზონაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00
გადმოწერა


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG