Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში კვლავ შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებს და პოლიციას შორის


ორი კვირის განმავლობაში გაგრძელებული მეტ-ნაკლები სიმშვიდის შემდეგ, პროდემოკრატიულმა ძალებმა ჰონგ-კონგში კვლავ გამართეს უნებართვო დემონსტრაცია, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ქუჩებში.

20 ოქტომბრის აქციაზე მოხდა შეხლა-შემოხლა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რომელმაც ცრემლმდენი გაზი და შეღებილი წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქციის ზოგიერთი მონაწილე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა და ქუჩებში ცეცხლმოკიდებულ ბარიერებს დგამდა.

დაშავებულების ან დაპატიმრების შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.

ეს დემონსტრაცია იყო მორიგი აქცია მღელვარების ტალღაში, რომელიც ოთხი თვის წინ დაიწყო, როგორც რეაქცია მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას ქმნიდა. მთავრობამ მას შემდეგ უკან დაიხია კანონპროექტთან მიმართებით, მაგრამ პროტესტი უფრო ფართომასშტაბიან, პროდემოკრატიულ მოძრაობაში გადაიზარდა.

დემონსტრანტები მოითხოვენ ხმის მიცემის უნივერსალურ უფლებას, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, დაკავებული დემონსტრანტების ამნისტიას, აქციებისთვის ცნება "არეულობის" შეფარდების დასრულებას და ექსტრადიციის კანონპროექტის ოფიციალურ გატანას.

მას შემდეგ, რაც აქციები ივნისში დაიწყო, პოლიციამ ორი ადამიანი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით. დაშავდა ათასობით პირი, დააკავეს 2500-ზე მეტი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG