Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბიში მსოფლიოს თასისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები შემორჩა


იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე რაგბიში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, მეოთხედფინალებიც გაიმართა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ქვეყნის ნაკრებები აგრძელებენ. ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს ინგლისმა, ახალმა ზელანდიამ, უელსმა და სამხრეთ აფრიკამ.

ინგლისმა მეოთხედფინალში ავსტრალია დაამარცხა ანგარიშით 40:16, ახალმა ზელანდიამ ირლანდიას აჯობა (46:14), უელსმა - საფრანგეთს (20:19), ხოლო სამხრეთ აფრიკამ - იაპონიას (26:3).

ნახევარფინალები 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება. ინგლისი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, უელსი - სამხრეთ აფრიკას. მსოფლიოს ჩემპიონი კი 1 ნოემბერს გამოვლინდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG